რა არის სიყვარული ?

Posted: March 19, 2011 in Uncategorized


სიყვარულის პირველი კლასიფიკაცია მოდის ძველი საბერძნეთიდან, კერძოდ გამოყოფილი იყო 4 ტიპი:
“ეროსი”-სტიქიური, ვნებიანი, მიმართული სიყვარულის ობიექტისკენ.
“ფილია”-სიყვარული-მეგობრობა, გაცნობიერებული არჩევანი.
“სტორგე”-სიყვარული-სინაზე , განსაკუთრებით ოჯახური.
“აღაპი”-თავგანწირული სიყვარული.
არსებობს სიყვარულის თეორიები:
სიყვარულის მრავალი ფორმის არსებობასთან ერთად ის შეიძლება იყოს მიმართული სხვა ადამიანის ან საკუთარი თავის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მიიჩნევა, როგორც კეთილშობილური საქციელი. საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია, როგორც მიუღებელი საქციელი. მას კალვინი ჭირს უწოდებდა. მსგავსი მრავალფეროვნება სიყვარულის ოპერაციონალიზაციას შეუძლებელს ხდის, თუმცა მრავალი თეორია და შეხედულება არსებობს სიყვარულის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ.
ერიხ ფრომი
ე. ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული-ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.
ზიგმუნდ ფროიდი
ზ. ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: 1. პირობა, როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია. 2. მეძავის სიყვარული. 3. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები. 4. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია.კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება. ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როცა ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს,როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს
უწოდებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s